saqarTvelos qedebi - kudaros qedi

 

ისტორიული სახელწოდება: გორმაღალის ქედი.

ქედი კავკასიონის სამხრეთი შტოქედი, მდინარეების ქვედრულისა (ჯეჯორის მარჯვენა შენაკადი) და ჯეჯორის წყალგამყოფი. ჩრდილოეთით იწყება მთა გორმაღალასთან (3187 მ) და მთავრდება სამხრეთ-დასავლეთით მთა ველიანთით (2223 მ). აგებულია ქვედაცარცული კარქვებითა და ზედაეოცენური თიხებით, ქვიშაქვებითა და ბრექჩიებით. კალთების ქვედა ნაწილში მთა-ტყის ლანდშაფტია, ზედაში მთა-მდელოსი (ალპური და სუბალპური მდელოები).